понедельник, 7 июля 2014 г.

დღე-9

      დღეს ბოლო დღეა... გული მწყდება რომ ვამთავრებთ ტრენინგებს...
 დღეს ვისწავლეთ  პორტფოლიოს გადატანა ბლოგზე და გადავიტანეთ  ჩვენი პორტფოლიოები, ნათიამ დაწვრილებით აგვიხსნა  ნაბიჯები...ასევე ვისწავლეთ ჩანართებში შესვლა და დოკუმენტების ჩატანა... ასევე დაწვრილებით აგვიხსნა  როგორ ჩავამატოთ მომავალში დოკუმენტები ბლოგზე და გაგვაკეთებინა კიდეც...
    ტრენინგის მეორე ნაწილი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო... თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები და გავაკეთეთ პრეზენტაციები...ყველას საინტერესო  პროექტი ჰქონდა და მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენი ჯგუფის წევრებს...
     და.... დაჯილდოვება...   ნათიამ დიდი სიხარულით გადმოგვცა  დონე სერტიფიკატები ...
      დასრულდა ჩვენი ტრენინგები...გული დამწყდა... ჯგუფთან და ნათიასთან განშორების გამო...
      ჯგუფის წევრებო.... მომენატრებით ყველა....
    ჩემო ენერგიულო  ნათია კი გემშვიდობები  მალე შეხვედრის  იმედით...

პროექტ " ნარკომანია- მსოფლიო სენი " პორტფოლიო

воскресенье, 6 июля 2014 г.

დღე- 8

     დღე საინტერესოდ დავიწყეთ... ინტელის სახელმძღვანელოში   ვნახეთ პროექტ "ლობიო, ლობიო და კიდევ ლობიო..." -ს პრეზენტაცია და მისი დახმარებით ჩვენი პროექტისათვის  დავამზადეთ  ფასილიტაციის დოკუმენტი-რომელიც  გზამკვლევად უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა,  მასში გაწერილია პროექტის მიზნები და ნაბიჯები ეტაპობრივად...შემდეგ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე- დეტალურად გავწერეთ სასწავლო პროცედურები და დანარჩენი დასასრულებელი რაც იყო ჩავედით ბოლომდე.  ასევე შევავსეთ პორტფოლიოს რუბრიკა ...
    რაც ყველაზე ძალიან მინდოდა შემესწავლა და დამაინტერესდა მოძრავი ანიმაციები იყო... რომლებმაც ძალიან გაგვახალისა... ასევე  ნათიამ საინტერესო ლინკები გადმოგვიგზავნა  საპრეზენტაციო  სლაიდების გასაფორმებლად....
     დავიღალეთ...მაგრამ ჩვენი  ტრენერის  ენერგიულობა  იმდენად გადაგვედო ძლივს მოვწყდით კომპიუტერებს....



суббота, 5 июля 2014 г.

დღე-7

   ტრენინგს ვიწყებთ ინტელის სახელმძღვანელოში მუშაობით... გავეცანით და გადმოვტვირთეთ განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკა და მიმდინარე შეფასების პრაქტიკის დოკუმენტი და უნდა გამოვიყენო პროექტის შეფასებისას...შემდეგ გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და  ჩვენი პროექტის დაგეგმვისას აუცილებლად  უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები.
   შემდეგ შევქმენით მოსწავლეთა მხარდამჭერი( სკაფოლდინგის) დოკუმენტი, ვისწავლე როგორ გავაკეთოთ სლაიდებზე ლინკები,ეს საკითხი ძალიან მაინტერესებდა...ასევე სლაიდების გაფორმება სურათებით და ჩანართების გაკეთება....
   დღე  საინტერესო ...
   დიდი მადლობა ნათიას ასეთი დაუღალავი და თბილი ურთიერთობისათვის...










вторник, 1 июля 2014 г.

დღე- 6

 დღე დაიწყო საინტერესო  ვიდეოს ნახვით... "მომავლის კლასი"... რაზეც ვოცნებობთ მასწავლებლები... შემდეგ ვისწავლეთ ამ ვიდეოს და საერთოდ ვიდეოების გადატანა youtube- დან ბლოგზე...რომელიც მე ძალიან მაინტერესებდა...შემდეგ ვისწავლეთ კომენტარების დადება პროგრამებში (word- ში,power point-ში , exsel-ში ),ასევე ვისწავლეთ სურათების გადმოტანა ბლოგის დიზაინისთვის... და ბლოგის გაფორმება ვისწავლეთ საჭირო მასალებით... შემდეგ ინტელის სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა შევავსეთ და ჩავდეთ შეფასების საქაღალდეში... ჩვენი ტრენერის ენერგია იმდენად გადაგვედო, რომ საათები მუშაობაში გაიპარა და  დაღლაც ვერ ვიგრძენით... საინტერესო და დატვირთული დღე იყო.....



суббота, 28 июня 2014 г.

დღე- 5

  დღე დავიწყეთ ხალისიანად....გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე, კერძოდ შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი...შემდეგ გამზადებული პროექტის  პრეზენტაცია ჯერ ავტვირთეთ დრაივზე,გარდავქმენით და ავთვირთეთ ბლოგზე.შემდეგ საავტორი უფლებების დაცვის დოკუმენტი  გარდავქმენით და მოვარგეთ ჩვენს  რეალობას...შაბლონი გადმოვიტანეთ Viewer-იდან და ვისწავლეთ მისი შევსება ,სურათების URL -ეს კოდის ჩასმა და დაკავშირება სურათთან. ეს დოკუმენტი ჩავდეთ ვიდეო და აუდიო საქაღალდეში/ საავტორო უფლებების საქაღალდეში. შემდეგ გადავერთეთ ჯადოსნურ სამყაროში..ჩვენ ვიყავით მოსწავლეები და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი Power point- ში  და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეებში...
   დღე საკმაოდ დატვირთული,შრომატევადი და საინტერესო იყო....
   მადლობა ჩვენს ნათიას ასეთი ენერგიულობისათვის.....



პროექტის გეგმის პრეზენტაცია


воскресенье, 22 июня 2014 г.

დღე --4

 
      სამუშაო დავიწყეთ  ინტელის სახელმძღვანელოში  შეფასების სქემების ნახვით, შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, 
   ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში, გავაკეთეთ  ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგებზე , .სამუშაო იყო საინტერესო...სულმოუთქმელად და დიდი მოლოდინით
 ველოდებით შემდეგ ტრენინგ- დღეს, თუ რა სიახლეს შემოგვთავაზებს ჩვენი  ტრენერი.....

суббота, 21 июня 2014 г.

დღე-3

      დღეს მართლაც კარგად ვიმუშავეთ, ჩამოვტვირთეთ ესგ- დან საგნობრივი სტანდარტი, ინტელის სახელმძღვანელოდან   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები  და ბლუმის განახლებული ტაქსონომია, ამ მასალების დახმარებით  გავაკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმა და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
     გავეცანით კითხვების დასმის სამ ძირითად ფორმას- ზოგადს, თემატურს და შინაარსობლივს.
      გარდა ამისა, ვისწავლეთ დოკუმენტების გარდაქმნას Google- drive- ს საშუალებით  და დოკუმენტების გაზიარებას Gmail- ზე..
               საკმაოდ შინაარსიანი და ხალისიანი დღე გვქონდა...


воскресенье, 8 июня 2014 г.

დღე-2

     დღე   დავიწყეთ არაჩვეულებრივი განწყობით, რადგან ტრენერმა გვითხრა, რომ განსაკუთრებული სამუშაო გველოდა. დღეს ჩვენ ვისწავლეთ ინტელის სახელმძღვანელოდან ( ასევე Word-ის პროგრამაში) ბუკლეტების და გაზეთის შაბლონების დამზადება და  გამოყენება; 
         Google-დან გადმოვტვირთეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტისათვის საჭირო მასალები და დავამზადეთ ბროშურა მშობლებისათვის,  კარგად  გამოგვივიდა , ძალიან პროდუქტიული დღე იყო, მადლობა ჩვენს ტრენერს ენერგიული მუშაობისათვის....  

суббота, 7 июня 2014 г.

დღე-1

       დღე საინტერესო მოლოდინებით დაიწყო...
    გავეცანით  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, ვისწავლეთ ინტელის ელექტრონულ წიგნში  მუშაობა. 
     ვისწავლეთ  პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
     გავეცანით  პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს .


დღე დატვირთული და შრომატევადი იყო.....

დიდი მადლობა ქ-ნ ნათიას ასეთი აქტიური და დაუღალავი მუშაობისათვის.