суббота, 28 июня 2014 г.

დღე- 5

  დღე დავიწყეთ ხალისიანად....გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე, კერძოდ შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი...შემდეგ გამზადებული პროექტის  პრეზენტაცია ჯერ ავტვირთეთ დრაივზე,გარდავქმენით და ავთვირთეთ ბლოგზე.შემდეგ საავტორი უფლებების დაცვის დოკუმენტი  გარდავქმენით და მოვარგეთ ჩვენს  რეალობას...შაბლონი გადმოვიტანეთ Viewer-იდან და ვისწავლეთ მისი შევსება ,სურათების URL -ეს კოდის ჩასმა და დაკავშირება სურათთან. ეს დოკუმენტი ჩავდეთ ვიდეო და აუდიო საქაღალდეში/ საავტორო უფლებების საქაღალდეში. შემდეგ გადავერთეთ ჯადოსნურ სამყაროში..ჩვენ ვიყავით მოსწავლეები და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი Power point- ში  და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეებში...
   დღე საკმაოდ დატვირთული,შრომატევადი და საინტერესო იყო....
   მადლობა ჩვენს ნათიას ასეთი ენერგიულობისათვის.....



პროექტის გეგმის პრეზენტაცია


воскресенье, 22 июня 2014 г.

დღე --4

 
      სამუშაო დავიწყეთ  ინტელის სახელმძღვანელოში  შეფასების სქემების ნახვით, შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, 
   ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში, გავაკეთეთ  ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგებზე , .სამუშაო იყო საინტერესო...სულმოუთქმელად და დიდი მოლოდინით
 ველოდებით შემდეგ ტრენინგ- დღეს, თუ რა სიახლეს შემოგვთავაზებს ჩვენი  ტრენერი.....

суббота, 21 июня 2014 г.

დღე-3

      დღეს მართლაც კარგად ვიმუშავეთ, ჩამოვტვირთეთ ესგ- დან საგნობრივი სტანდარტი, ინტელის სახელმძღვანელოდან   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები  და ბლუმის განახლებული ტაქსონომია, ამ მასალების დახმარებით  გავაკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმა და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
     გავეცანით კითხვების დასმის სამ ძირითად ფორმას- ზოგადს, თემატურს და შინაარსობლივს.
      გარდა ამისა, ვისწავლეთ დოკუმენტების გარდაქმნას Google- drive- ს საშუალებით  და დოკუმენტების გაზიარებას Gmail- ზე..
               საკმაოდ შინაარსიანი და ხალისიანი დღე გვქონდა...


воскресенье, 8 июня 2014 г.

დღე-2

     დღე   დავიწყეთ არაჩვეულებრივი განწყობით, რადგან ტრენერმა გვითხრა, რომ განსაკუთრებული სამუშაო გველოდა. დღეს ჩვენ ვისწავლეთ ინტელის სახელმძღვანელოდან ( ასევე Word-ის პროგრამაში) ბუკლეტების და გაზეთის შაბლონების დამზადება და  გამოყენება; 
         Google-დან გადმოვტვირთეთ ჩვენი პროექტის ბუკლეტისათვის საჭირო მასალები და დავამზადეთ ბროშურა მშობლებისათვის,  კარგად  გამოგვივიდა , ძალიან პროდუქტიული დღე იყო, მადლობა ჩვენს ტრენერს ენერგიული მუშაობისათვის....  

суббота, 7 июня 2014 г.

დღე-1

       დღე საინტერესო მოლოდინებით დაიწყო...
    გავეცანით  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, ვისწავლეთ ინტელის ელექტრონულ წიგნში  მუშაობა. 
     ვისწავლეთ  პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
     გავეცანით  პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს .


დღე დატვირთული და შრომატევადი იყო.....

დიდი მადლობა ქ-ნ ნათიას ასეთი აქტიური და დაუღალავი მუშაობისათვის.